კომაროვის ონლაინ სკოლა

    კომაროვის სკოლა საქართველოს ბანკთან პარტნიორობით იწყებს ახალ პროექტს „კომაროვის ონლაინ სკოლა“

·         კომაროვის ონლაინ სკოლა საშუალებას გაძლევს დაზოგო დრო და სახლიდან გაუსვლელად მიიღო ხარისხიანი განათლება

·        შეიყვარო ფიზიკა და მათემატიკა კომაროვის პროფესიონალი გუნდის დახმარებით

·        აირჩიო შენზე მორგებული გრაფიკი

·       მშობლებს მიეწოდებათ დეტალური უკუკავშირი მოსწავლის აკადემიურ მოსწრებასთან დაკავშირებით

·       მიიღო საბაზისო ცოდნა და მიღებული გამოცდილება გამოიყენო დამოუკიდებლი განვითარებისთვის

·        იყო თავდაჯერებული და თამამად დაგეგმო შენი მომავალი

·         შეგიძლია აირჩიო მხოლოდ ფიზიკის ან მათემატიკის კურსი (ან ორივე ერთად)

·         იყავი გამორჩეული და მოიპოვე საქართველოს ბანკის დაფინანსება

·         სასწავლო კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მიიღებ სერტიფიკატს

 

ინფორმაცია რეგისტრაციისა და სასწავლო პროცესის შესახებ

როგორ უნდა გაიარო რეგისტრაცია?

კომაროვის ონლაინ სკოლაში მოხვედრას შეძლებ:

·         თუ ხარ მე-7, მე-8 ან მე-9  კლასის მოსაწვლე და დაინტერესებული ხარ ფიზიკის, მათემატიკის ან ორივე საგნის შესწავლით.

·         თუ ხარ მე-10 ან მე-11 კლასელი და დაინტერესებული ხარ ფიზიკის აბიტურით (სრული სააბიტურიენტო კურსით)

·         იმყოფები ნებისმიერ ქვეყანაში, თუმცა კარგად იცი ქართული ენა

ონლაინ რეგისტრაციის გავლიდან 3-5 დღეში გამოგეგზავნებათ საფასურის გადახდის შესახებ დეტალები, გადახდის მაქსიმალური ვადის მითითებით.

 


როგორია სასწავლო პროცესი?

·         კომაროვის ონლაინ სკოლაში სასწავლო პროცესი სამ ტრიმესტრად იყოფა, თითოეული ტრიმესტრი 12 კვირა გრძელდება, შეიცავს 24 სასწავლო დღეს (ფიზიკა 48 გაკვეთილი, ფიზიკის პრეაბიტური 72 გაკვეთილი, მათემატიკა 72 გაკვეთილი)

·         პროექტში სწავლა იწყება 1 ოქტომბრიდან

·         გაკვეთილები ტარდება კვირაში ორჯერ, საიდანაც აირჩევ შენთვის მისაღებ დროს

·         ყოველ ტრიმესტრში მოსწავლეებს ჩაუტარდებათ ორი სადიაგნოსტიკო შეფასება, რომელთა შედეგების ანალიზით გაიზომება მოსწავლის აკადემიური მოსწრება

·         მშობლებს მიეწოდებათ დეტალური უკუკავშირი მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებასთან დაკავშირებით

·         შესაბამისი კურსის არჩევის შემთხვევაში მოსწავლემ უნდა შეარჩიოს შემოთავაზებული განრიგიდან ერთ - ერთი (ჯგუფების შევსების შემთხვევაში შესაძლოა განრიგში დაემატოს განსხვავებული შესაძლებლობებიც):

სწავლის საფასური:

ერთი ტრიმესტრი: 24 სასწავლო დღის (48 გაკვეთილი) სწავლის საფასური შეადგენს 480 ლარს

                                   24 სასწავლო დღის (72 გაკვეთილი) სწავლის საფასური შეადგენს 720 ლარს

 

 

ფიზიკა:

VII კლასი.     ორშაბათი-ხუთშაბათი: 16.00-17:30 (შესვენება 5 წუთი)

                         სამშაბათი-პარასკევი: 17.40-19:10 (შესვენება 5 წუთი)

VIII კლასი.    ორშაბათი-ხუთშაბათი: 17.40-19:10 (შესვენება 5 წუთი)

                         სამშაბათი-პარასკევი: 16.00-17:30 (შესვენება 5 წუთი)

IX კლასი.        ორშაბათი-ხუთშაბათი: 16.00-17:30 (შესვენება 5 წუთი)

                          სამშაბათი-პარასკევი: 17.40-19:10 (შესვენება 5 წუთი)

პრეაბიტური.  ორშაბათი-ხუთშაბათი: 19.20-21:35 (შესვენება 5 წუთი)

                           სამშაბათი-პარასკევი: 19.20-21:35 (შესვენება 5 წუთი)

მათემატიკა:

VII კლასი.     ორშაბათი-ხუთშაბათი: 15.30-17:40 (შესვენება 5-5 წუთი)

                         სამშაბათი-პარასკევი: 17.50-20:00 (შესვენება 5-5 წუთი)

VIII კლასი.    ორშაბათი-ხუთშაბათი: 17.50-20:00 (შესვენება 5-5 წუთი)

                         სამშაბათი-პარასკევი: 15:30-17:40 (შესვენება 5-5 წუთი)

IX კლასი.        ორშაბათი-ხუთშაბათი: 15:30-17:40 (შესვენება 5-5 წუთი)

                          სამშაბათი-პარასკევი: 17.40-20:00 (შესვენება 5-5 წუთი)

გაკვეთილები ტარდება Google Meet პლატფორმის გამოყენებით

 

რეგისტრაციის გასავლელად ეწვიეთ ბმულს: 

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ფოსტაზე Online.School@komarovi.edu.ge

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 558964060

                                                         558968030

 


ზემოთ